ქართული კერამიკის ლაბორატორია

სერვისები

თითოეული ნამუშევარი საბოლოო ნიმუშამდე რამდენიმე ეტაპს გადის: იდეა, ესკიზის შექმნა 3D პრინტერში, გამოძერწვა და დიზაინი

01

იდეა

ნამუშევრის შექმნა იწყება იდეის დამუშავებით. როგორც წესი, დამკვეთს წინასწარ აქვს შემუშავებული ნამუშევრის კონცეფცია, იცის სასურველი რეზულტატი. ამიტომ ამ ეტაპზე ხდება მხოლოდ იდეის გაზიარება და ვიზუალური გამოსახვა. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ დამკვეთს არ აქვს დამუშავებული კონცეპტუალური ნაწილი, ამაში ჩვენ ვეხმარებით.

02

ესკიზი

სამუშაოს მეორე ეტაპზე ხდება შერჩეული ნიმუშის ესკიზის შექმნა და მისი 3D მოდელირება სპეციალური აპარატის მეშვეობით. ამ ეტაპზე ხდება ნებისმიერი ცვლილების შეტანა.

03

გამოძერწვა და დიზაინი

საბოლოო ეტაპი,  ესკიზის მიხედვით, თანამედროვე, უახლეს საძერწ მანქანაში გამოძერწვაა. კერამიკულ ნამუშევარს კი საბოლოოდ ასრულებს არტისტი, რომელიც ხელით ხატავს თითოეულ ნივთს.

კერამიკის ლაბორატორია

ღვინის კერამიკული ჭურჭელი

ქართული ღვინო ქართულ კერამიკაში

კერამიკული ჭურჭელი სერვირებისთვის

დახვეწილი სუფრის მთავარი ატრიბუტი

შეუკვეთეთ თქვენი დიზაინით